ბჟანია მოსკოვში ლავროვს და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში, ს პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებში ოფიციალური შეხვედრები გამართა.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დე ფაქტო პრეზიდენტსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის შედგა. შესაბამის ინფორმაციასა და ფოტომასალას რუსული და აფხაზური მედია ავრცელებს.
ოფიციალური ცნობითვე, მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე გაიმართა.
მოსკოვში ვიზიტამდე, ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“, რომლის მიღებსაც უკანასკნელი წლებია მოსკოვი პირდაპირ თუ ირიბად ითხოვს სოხუმისგან.

ასევე დაგაინტერესებთ