ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების თეორიული კურსი მიმდინარეობს

ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების თეორიული კურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტაჟირების კურსს სულ 51 სტაჟიორი გადის.
„ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სტაჟიორებთან სანოტარო სამართლის შესახებ ლექციაზე ისაუბრა.
თეორიული კურსის განმავლობაში მომავალი ნოტარიუსები სანოტარო სამართლის და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას შეისწავლიან. სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში გამოავლინონ. თეორიული კურსი მოიცავს ასევე სხვადასხვა დისციპლინების შესწავლას, რის საფუძველზეც მომავალი ნოტარიუსები გამოიმუშავებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
სტაჟირების კურსს სულ 51 სტაჟიორი გადის. სრული კურსი 10 თვიანია და მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. 10 თვიდან 5 თვე ეთმობა პრაქტიკას, რომელსაც სტაჟიორები სანოტარო ბიუროებსა და საჯარო დაწესებულებებში გაივლიან.
სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში ერთ-ერთი ეტაპია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!