არჩილ ბადრიაშვილი და თემურ ქურდიანი რეგიონის უმაღლეს მწვერვალზე – ჩერრო ფიტც როიზე (Fitz Roy 3,405 მ) ავიდნენ

მთამსვლელთა ფედერაციის მხარდაჭერით, არჩილ ბადრიაშვილმა და თემურ ქურდიანმა რეგიონის უმაღლეს მწვერვალზე – ჩერრო ფიტც როიზე (Fitz Roy 3,405 მ) ასვლა განახორციელეს. მარშრუტი ერთ დღეში სრულად თავისუფალი ცოცვით გაიარეს. მთამსვლელები მწვერვალიდან დაეშვნენ საპირისპირო მხარეს, რებიუფა-ტერაის გზით.
„პატაგონიის ამინდი მსოფლიოში განთქმულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური, მკაცრი ქარებით, შესაბამისად გასვლაც ძლიერ უამინდობაში დაიწყო, მთამსვლელებს ერთი დღის განმავლობაში მუხლს ზემოთ საკვალ თოვლში უწევდათ გადაადგილება. ექსპედიციის წევრების არჩეული გზის თავისებურებას წარმოადგენს მისი სიგრძე (1600 ვერტიკალური მეტრი) და მუდმივი სირთულე – ყინულის, მიქსთისა და კლდის ცვალებადობა, რაც საჭიროებს ერთი ქანიდან მეორეზე გადაწყობას, მუდმივად ტონუსში და ყურადღებით ყოფნას.
მიუხედავად ყველაფრისა მათ მარშრუტი შესაშურ დროში, ერთ დღეში გაიარეს, კარავი მწვერვალთან ამინდის დროებითი გაუარესების ფონზე გაშალეს და შემდეგ დილას, მზის თანხლებით ავიდნენ მწვერვალზე!“, – ნათქვამია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!