“ლელოსთან” ალიანსი რატომ უნდა გავაკეთოთ საარჩევნოდ? არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, უბრალოდ არ გვესმის” – მიხეილ დაუშვილი

დაპირისპირება “ლელოსა” და გიორგი გახარიას პარტიას შორის. პარტია “საქართველოსთვის” “ლელოს” აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის წევრების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ გიორგი გახარიას გუნდთან ალიანსს გამორიცხავენ, მათთვის გაუგებარია, რადგან არც თავად აქვთ რომელიმე პარტიასთან, მათ შორის “ლელოსთან” სამომავლო კავშირის სურვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი, აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა შექმნან “ლელოსთან” ალიანსი.
“არაფერში არ გვჭირდება, “ლელოსთან” ალიანსი რატომ უნდა გავაკეთოთ საარჩევნოდ? არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, უბრალოდ არ გვესმის. გაუგებარია ჩვენთვის. ლელო დგას და 24 საათი იმაზე ლაპარაკობს, რომ ჩვენთან ალიანსს არ გააკეთებენ. ვინ ეხვეწებათ, რომ ალიანსი უნდა გააკეთონ, ესეც ვერ გავიგე. ამაზე გვქონდა საუბარი, რომ ერთი, რომ დგანან და ჩვენი უსაფუძვლო კრიტიკით არიან დაკავებული, პირდაპირ ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული და მეორე, არათუ არავინ არ ეხვეწებათ, ჩვენ რა ინტერესი გვაქვს, რომ “ლელოსთან” რაიმე ალიანსი გავაკეთოთ? რატომ უნდა გავაკეთოთ “ლელოსთან” რაიმე ალიანსი? რაში გვჭირდება?” – ამბობს მიხეილ დაუშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აქაც, ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოს ომში, მართვის ბერკეტი ჰქონდა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, რომელიც, ვიდეოშიც ვნახეთ, რომ ითხოვს ორ გვამს, შემდეგ მერაბიშვილი ადგილზეც კი მივიდა და რეალურად მან მართა პროცესები

გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან, ლევან ამირიძე იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები 2008 წელს ტყეში აიყვანა, კობა ოთანაძე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო ყოველთვის

კობა კობალაძე „მუხროვანის ამბოხზე”: სასამართლოში გაჟღერდა ის, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში, სამხედრო ნაწილის პირდაპირი ფუნქცია არის ორი მდგომარეობა – ისინი ან ემზადებიან ომისთვის, ან იბრძვიან, პროცესი დარღვეული არ ყოფილა