საქართველო სომხეთის საზღვარზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველო სომხეთის საზღვარზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.