ახლადდამტკიცებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში, 20-21 თებერვალს შედგება. ამის შესახებ მან პარლამენტში, 8 თებერვლის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ისაუბრა.
“უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, ნატოს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება”, – განაცხადა კობახიძემ.
