ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
მისი თქმით, 2024 წელი გადამწყვეტი წელია ქვეყნისთვის, რადგან არჩევნები უნდა ჩატარდეს და ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
„ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. 2024 წელი გადამწყვეტი წელია ქვეყნისთვის, რადგან მისი ხალხი არჩევნებზე მიდის. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხარდაჭერას რეფორმების დღის წესრიგსა და ეკონომიკურ განვითარებაში“, – წერს ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.