ირაკლი კობახიძე – როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ მაგალითად, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ცესკოს თავმჯდომარე, ასეთ რეკომენდაციას ვერავითარი ფასი ვერ ექნება – დაწერონ სამართლებრივი დასკვნები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსს დაჩქარებული წესით არ განიხილავს, რადგან მთავრობა ვენეციის კომისიის დასკვნას თვეები ელოდა.
როგორც ირაკლი მ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მთავრობას ერთადერთი თხოვნა აქვს ვენეციის კომისიასთან, რომ სამართლებრივი დასკვნები დაწერონ.
„დაჩქარებული არაფერი არის, ჩვენ თვეები ველოდებოდით მეორე მოსმენამდე დასკვნას.
რაც შეეხება წინააღმდეგობას, ვენეციის კომისიის დასკვნაზე ვიტყვი ორ სიტყვას – როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ მაგალითად, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ს თავმჯდომარე, ასეთ დასკვნას და რეკომენდაციას ვერავითარი ფასი ვერ ექნება, იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური, ყველანაირი ნონსენსი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი თხოვნა ვენეციის კომისიასთან, დაწერონ სამართლებრივი დასკვნები. ნუ დაწერენ მაგალითად, იმას, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ცესკოს წევრი. ეს ხომ 2X2=4-ია. ამას არც იურისპრუდენცია სჭირდება, არც პოლიტიკის ცოდნა. როცა ვენეციის კომისია გვიწერს იმას, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ცესკოს თავმჯდომარე, ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემაა. რა პრობლემა, არ დავაკონკრეტებ“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რა რისკებს შეიცავს ეს, მ განმარტა, რომ საბოტაჟის.
„იმ ვითარებაში, როდესაც შემოღებულია ელექტრონული ხმის მიცემის და რეგისტრაციის წესი, იმ პირობებში, როდესაც 21:00 საათისთვის უკვე ხმები იქნება ავტომატურ რეჟიმში დათვლილი, პრაქტიკულად, ცესკო-ს არავითარი თეორიული შანსიც კი არ რჩება რაიმე მანიპულაცია განახორციელოს, რომც უნდოდეს. ერთადერთი, რაშიც შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს ის, არის საბოტაჟი. მაგალითად, არ გამოაქვეყნოს ს შედეგები, გააჭიანუროს პროცედურები და ა.შ.. საბოტაჟის რისკია და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ. თუ ცესკოში არის საბოტაჟის რისკი, არაფერს ფასი აღარ აქვს. ამიტომ, ჩვენ გავყვებით იმ პრინციპებს, რომელიც სამართლებრივი დოგმებიდან გამომდინარეობს“,- განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რადგან საარჩევნო კოდექსი ევროკომისიის 9 პუნქტიდან ერთ-ერთია, ხომ არ შეექმნება მის შესრულებას საფრთხე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
„ჩვენ არ გვიჭირს ევროკომისიასთან კომუნიკაცია, გაგრძელდება მუშაობა. ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია იმის ახსნა, რომ არ შეიძლება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყოს ცესკოს თავმჯდომარე. მგონია, რომ ამის ახსნა არ გაგვიჭირდება. ჩვენ ყველა ასეთ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, მაგრამ სადაც პირიქით არის, ეს არის ზუსტად საპირისპირო შემთხვევა. ვენეციის კომისია გვეუბნება ისეთ რამეს, რაც პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. ჩვენ რა თქმა უნდა, სამართლის უზენაესობას, კანონიერებას დავიცავთ“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.
მუხლობრივი განხილვა 9 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ