ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია – თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნის ძირითად კანონს, ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა გაუჭირდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია არაერთხელ დაარღვია და ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება.
ასე უპასუხა მ ჟურნალისტების კითხვას, განიხილავს თუ არა ის სამომავლოდ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას.
„თქვენ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ამ ყველაფერზე შესაბამისად აისახება. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, ნებისმიერ ადამიანს, თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება კონსტიტუციას, ქვეყნის ძირითად კანონს, ასეთ თანამდებობის პირთან თანამშრომლობა გაუჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.