ირაკლი კობახიძე – მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება საკადრო ცვლილებები განხორციელდეს – მირჩევნია, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია

მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მედიასთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების დროს მთავრობის ადმინისტრაციაში გარკვეული გადაადგილებები ნორმალური მოვლენაა.
„გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით მირჩევნია, რომ სავარაუდოდ ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს არის ნაკლებად პოლიტიკური საკითხი, თუმცა მესმის, რომ არის საინტერესო. ორშაბათს, ალბათ, ტრადიციულად პირველი მთავრობის სხდომა გაიმართება.
რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, არის ძალიან ღირსეული ადამიანი, პროფესიონალური, თუმცა ვნახოთ, შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ამ მიმართულებით. ეს არ არის პერსონალური საკითხი. სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეიძლება საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილშიც. ეს არ არის პერსონალური თემა. ნორმალური მოვლენაა, როდესაც ასეთი ტიპის საკადრო გადაადგილებები ხდება, როცა იცვლება მთავრობის შემადგენლობა“, – განაცხადა მ.