შალვა პაპუაშვილი – ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, მოსახლეობისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე, გააძლიერებს პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა ქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითი წინსვლაა.
„საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ქვეყნის ახალ მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით.
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული ფაქტის მოწმენი გავხდით – საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა ქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითი წინსვლაა.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, მოსახლეობისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე, გააძლიერებს პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ასევე, უფრო მეტად დაგვაახლოებს ქართველი ხალხის ოცნების საქართველოსთან, რომელშიც არ იქნება ოკუპაცია და სიღარიბე.
“0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო”.
ვულოცავ ახალ პრემიერ-მინისტრს! მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებებს. საერთო ძალისხმევით ჩვენი სამშობლოსთვის წინ ბევრი გამარჯვება გველის!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?