10 თებერვალს რიწის ტბაზე რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ძალოვანი უწყებები „ანტიტერორისტულ“ სწავლებას ჩაატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსული მედია წერს, რომ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების სამსამხურის თანამშრომლები, ასევე რუსეთის გვარდიისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სწავლებაში ჩართული იქნება მძიმე ტექნიკა და მყვინთავები.