Amazon-ის დამფუძნებელი 50 მილიონამდე აქციას ყიდის

Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, ერთი წლის განმავლობაში კომპანიის 50 მილიონამდე აქციას გაყიდის. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
აქციების საერთო ღირებულება, რომელთა გაყიდვაც იგეგმება, 8,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თითო აქციის ფასი 171,8 დოლარია.
კომპანიის ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, გაყიდვების გეგმა გასული წლის 8 ნოემბერს მიიღეს და 2025 წლის 31 იანვრამდეა ძალაში.
Amazon ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააარსა, როგორც წიგნების გაყიდვის კომპანია. ის დღეს ლიდერია გლობალურ ელექტრონულ კომერციაში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ღრუბლოვან სერვისებს.
2021 წელს ბეზოსმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.