თქვენ თუ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სფეროსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობთ. ასე მაუზერით და ნაგანით არქეოლოგების დარბევა, მწერალთა სახლის დარბევა და სხვა, არ შეიძლება და იმიტომაც არის, რომ პოლიტიკურ პრობლემებს საკუთარ გუნდს უქმნით, ნუ, ქვეყანასაც.
სიმართლე გითხრათ, რაზეც მეცინება ეს ორი დღეა, რომ ვენაცვალე ჩვენს პარლამენტს, ჩვენს რეგლამენტს, რომ ორი დღეა, შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს. მაგარი ამბავია, ასე წერია რეგლამენტში და… რაც მართალია, მართალია, სატევარივით კი აქვს ხოლმე ენა და სიტყვა მომარჯვებული და ეხლა რომ ჩაურთოს პაპუაშვილმა მიკროფონი, ხო დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, რომ სისხლის გუბეები დადგება, მაგრამ რეგლამენტი და წესები უნდა დავუცვათ ქალბატონი თეა და მოგიწევთ ცალმხრივად ჩემი კრიტიკის მოსმენა.