ვის შეცვლის თორნიკე რიჟვაძეს? – ,,ის პირველი იქნება, ვინც კლანებს შორის ომს შეეწირება”

ლევან ჯავახიშვილი
დიდი არეულობა ,,ქართულ ოცნებაში” – როგორც ,,ალიას” წყარო უყვება, ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას პირველი აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე შეეწირება. წყაროსვე თქმით, რიჟვაძის ადგილას მისი აპარატისვე ხელმძღვანელი, ჯაბა სურმანიძე ინიშნება.
,,ალიას” წყარო უყვება – ,, დიდი ხანია თავის დროს ელოდება და რიჟვაძე ყველაზე დაბალი ღობეა ამ კლანურ დაპირისპირებაში. მაგით დაიწყება შიდა ომი და ბევრ ,,დაგორებულ თავს” ვნახავთ… ეს რიჟვაძე, ისედაც ,,ლაფატკაზეა” დიდი ხანია და ხან კალაძის ,,კრიშობამ” გადაარჩინა და ერთი-ორჯერ მ თავისი სიტყვაც შეაწია ბიძინასთან. რიჟვაძემ კი შვილი მაინც ღარიბაშვილს მოანათვლინაო… მოკლედ, უახლოეს დღეებში რიჟვაძე თანამდებობას დატოვებს”
რაც შეეხება ჯაბა სურმანიძეს, რომელიც, წყაროს თქმით, რიჟვაძის შემცვლელად სახელდება – 37 წლის სურმანიძე პროფესიით იურისტია, ელისაშვილის ,,მოქალაქეების” წევრია და 2020 წლიდან მუშაობს აპარატის უფროსად.

ასევე დაგაინტერესებთ