ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ სტიქიის თავიდან ასაცილებლად – იოსელიანი

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი იკვლევს, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილება.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, ს ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია”, – თქვა ლევან იოსელიანმა.
ბოლო დღეებია დასავლეთ საქართველოში სტიქია რამდენიმე რეგიონს დაატყდა თავს. 6 თებერვალს ხულოში ზვავის, ხოლო ქედაში მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 7 თებერვალს კი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს 9 ადამიანი შეეწირა.

ასევე დაგაინტერესებთ