ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დაინიშნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
ზელენსკის თქმით, გენერალ ზალუჟნის გუნდში დარჩენა შესთავაზა.
“მადლობელი ვარ გენერალ ზალუჟნის [უკრაინის] დაცვის ორი წლისთვის. მადლობელი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი ჯარისკაცისთვის, რომლებიც გმირულად იბრძვიან ამ ომში. გულწრფელად ვისაუბრეთ დღეს იმაზე, თუ რა საჭიროებს ცვლილებებს ჯარში. დაუყოვნებლივ ცვლილებებს. გენერალ ზალუჟნის შევთავაზე მომავალშიც იყოს უკრაინული სახელმწიფოს გუნდში. მადლობელი ვიქნები მისი თანხმობისთვის…
გენერალ პოლკოვნიკი სირსკი დავნიშნე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად…
2024 წელი წარმატებული შეიძლება იყოს უკრაინისთვის მხოლოდ ეფექტიანი ცვლილებების პირობებში ჩვენი თავდაცვის საფუძველში, რაც არის უკრაინის შეიარაღებული ძალები”, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ალექსანდრ სირსკის 2019 წლიდან უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!

გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიერ გიორგი შანიძის შეწყალებაზე – აბსოლუტურად სწორია და დარწმუნებული ვარ, ყველა პატრიოტი ადამიანი, ვინც საპატიმროშია, 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ ყველა გათავისუფლდება