ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის „ფეისბუქ-პოსტზე“ – თვითონ ტოვებს თანამდებობას დეკემბერში და ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობს

თვითონ ტოვებს თანამდებობას დეკემბერში და ალბათ, საკუთარ თავს გულისხმობს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტის მიერ დასმულ შემდეგ კითხვას: ხომ არ თვლით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული „პოსტი“ თქვენ მოგიძღვნათ.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, FACEBOOK-ის პირად გვერდზე ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის, ნიკო ნიკოლაძის თხზულებიდან ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც საკადრო ცვლილებებზეა საუბარი.
„ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის “ერთადერთია”, “ასეთი ჯერ არ ყოფილა”,”არწივია”, “ადამიანი კი არა, ანგელოზია” და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ “ერთადერთი”, “არწივი”, და ა.შ. ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ “ადრინდელი” შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან“…16 თებერვალი …..1890 ნიკო ნიკოლაძე (თხზულებანი, ტომი X)“, – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ