ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 2 წლის ვადით აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პლენარულ სესიაზე, ასევე, კიდევ ერთი ვადით ასამბლეის გენერალური მდივანი – ასაფ ჰაჯიევი აირჩიეს.
რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, ასამბლეაზე ბევრი საკითხი იყო განხილული, მათ შორის ის საკითხები, რომლებიც არამარტო ს, არამედ ამ შემთხვევაში საქართველოსაც ეხება.
„ჩვენი ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა ახლა მიმდინარეობს კიევში, რომელიც 62-ე. სულ 12 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ეს მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე პარამეტრის გამო. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ს დელეგაცია აღარ არის ჩვენი ორგანიზაციის მონაწილე, რადგან ჩვენ შევუჩერეთ და არ დავუმტკიცეთ მანდატები.
ჩემთვის პატივია, რომ ამ ორგანიზაციამ ვიცე-პრეზიდენტად ამირჩია. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას ექნება საშუალება, ჰქონდეს ბერკეტი, რომ ჩვენს მეგობრებს ესაუბროს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც მე ჩემი ქვეყნის მიმართ უკრაინის დელეგაციისგან ვიგრძენი. პირადად პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან თბილად საუბრობს ჩვენს ქვეყანაზე, ესმის რა მდგომარეობაში ვართ და ყველანაირად გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენს მიმართ. მე მასთან საუბრის საშუალება პირადად მქონდა, რა დროსაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავცვალეთ. აქ მივიღეთ დეკლარაცია, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და იმ ვითარებას, რომელიც უკრაინაში არის დღეს.
ამასთან, ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავსულიყავით ბუჩაში და ადგილზე გვენახა თუ რა ვითარებაა და როგორ მდგომარეობაშია უკრაინელი ხალხი. ძალიან ბევრი საკითხი იყო განხილული ასამბლეაზე, ის საკითხები რომლებიც არამარტო უკრაინას ადარდებს, არამედ ამ შემთხვევაში ჩვენ, საქართველოსაც. ჩვენ გავაგრძელებთ კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას და დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო თემას ჩამოვიტან საქართველოში, განხილვის მიზნით“, – განაცხადა რამაზ ნიკოლაშვილმა.
ასაფ ჰაჯიევმა ქართველ ხალხს დან მიმართა, მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობაა მათ ორგანიზაციაში.
„კიევიდან მოგესალმებით ყველა ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ადამიანს. მსურს, გაგიზიაროთ მოკლე ინფორმაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (პაბსეკის) 62-ე სხდომის თაობაზე, რომელიც გაიმართა კიევში. განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი. გაიმართა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები და არჩეულ იქნა სამი ადამიანი თურქეთიდან, საქართველოდან და ალბანეთიდან. საქართველოდან ვიცე-პრეზიდენტად არჩეულ იქნა რამაზ ნიკოლაიშვილი, ალბანეთიდან პეტრო კოჩი, ხოლო თურქეთიდან – ფათიჰ დონმეზი.
პირველ რიგში, მსურს, მივულოცო ყველა მათგანს, მივულოცო საქართველოს და საქართველოს პარლამენტს, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობაა ჩვენს ორგანიზაციაში. ეს ნიშნავს პატივისცემას საქართველოს პარლამენტის და პაბსეკში მისი წარმომადგენლის მიმართ. იგი ორი წლის განმავლობაში იქნება ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც წამყვანი ფიგურაა ჩვენს ორგანიზაციაში. მე ამას მივიჩნევ საქართველოს პარლამენტის წარმატებად, რადგან მე ვაფასებ საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვან წვლილს პაბსეკის მუშაობაში. ყველას გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას,“ – განაცხადა ასაფ ჰაჯიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ