აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვისა და სთვის 95 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
კერძოდ, მედია აღნიშნავს, რომ -ის კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა, მხარი დაუჭირა უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის 95.3 მილიარდი დოლარის ოდენობის შემდგომი დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმების წინ წაწევას მას შემდეგაც, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებსაც ითვალისწინებდა.
კანონპროექტის მიღებას საჭირო 60-მა სენატორმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული პროცედურული კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი მინიმუმ 60-მა სენატორმა არსებითად უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოა, რომ აღნიშნული კენჭისყრა თებერვლის ბოლოს მოხდება, ვინაიდან შემდეგი კვირიდან სენატორები ორკვირიან არდადეგებში გადიან.
სენატიდან გასვლის შემდეგ კანონპროექტი დასამტკიცებლად აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას, გადაეცემა, სადაც გაურკვეველია რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი მაიკ ჯონსონი გაიტანს თუ არა მას კენჭისყრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ