რომან გოცირიძე – „მკვეხარა ქოთანი“ იკვეხნიდა, ოქროს ძირი მაქვსო, ჩაიხედა და თიხის ძირი ყოფილა – 11 წელი არის დაკარგული, დაკარგული შანსი, დაკარგული დრო, განიავებული ბიუჯეტი, მოპარული ფული

პარლამენტში რომ მოხვალთ და როდესაც დაიწყებთ მშპ-ის ზრდაზე საუბარს „მკვეხარა ქოთანივით“, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს მოგიყვანთ თქვენი მანიპულაციური მონაცემებისგან განსხვავებით, – ასე მიმართა “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ს.
მან „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა, რომ სიტყვა ეკონომიკური ზრდა საპარლამენტო ტრიბუნასთან აღარ ახსენონ, რადგან, გოცირიძის თქმით, მსგავსი არაფერი ყოფილა.
„ხომ იცით, სკოლაში ასწავლიდნენ „მკვეხარა ქოთანი“ იკვეხნიდა, ოქროს ძირი მაქვსო, მერე ჩაიხედა და ოქროს ძირი კი არა, ჩვეულებრივი თიხის ძირი ყოფილა. როდესაც პარლამენტში მოხვალთ და დაიწყებთ მშპ-ის ზრდაზე საუბარს „მკვეხარა ქოთანივით“, ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს მოგიყვანთ თქვენი მანიპულაციური მონაცემებისგან განსხვავებით. ამ დარბაზში არასდროს წამოგცდებათ სიტყვა ეკონომიკური ზრდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 4,4%-ით. ჩაიხედეთ სტატისტიკაში, სტატისტიკამ ალბათ წაგიმატათ 1-2%”, – მიმართა გოცირიძემ ს.
ამასთან, მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ მათი მმართველობის დრო უნდა დასრულდეს.
„11 წელი არის დაკარგული წელიწადი, დაკარგული შანსი, დაკარგული დრო, განიავებული ბიუჯეტი, მოპარული ფული, დანგრეული გზები, დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურა, დროზე უნდა წახვიდეთ!“, – მიმართა გოცირიძემ უმრავლესობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ჩემთვის მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე – განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ცესკოს დადგენილებამ ეს შესაძლებლობა დევნილ მოქალაქეებსაც მისცა

მამუკა ხაზარაძე – სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე – როცა ანაკლიაში ხელი შემეშალა, გამოვედი და ვთქვი, თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო

ელენე ხოშტარია – ხალხში არის ცვლილების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენი ამოცანაა, ეს სურვილი მშვიდად და წყნარად განვახორციელოთ – პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია