გიორგი ვაშაძე – საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული

საქართველო დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ყოველ წელიწადს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, მ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. ამით მან ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარება შეაფასა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ყოველწლიურად ისედაც მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას, უმუშევრობა და დაბალი ხელფასებიც ერთვის.
მისივე თქმით, ს მმართველობამ ქვეყანაში სრული სტაგნაცია მოიტანა.
“საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ყოველ წელიწადს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. საქართველოში დღეს ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა და დაბალი ხელფასები. ამასობაში, ჩვენი მეზობელი ქვეყნები ვითარდებიან.
ჩვენს ქვეყანაში კი არის სრული სტაგნაცია, რომელიც მოიტანა ივანიშვილის მმართველობამ საქართველოში. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ საერთოდ უგულებელყო ხალხი.
მათ გაიუმჯობესეს საკუთარი მდგომარეობა თქვენი, ქართველი ხალხის მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე. ნაცვლად იმისა, რომ წინ წაწიონ ქვეყანა, დროს კარგავენ სკამებისთვის ბრძოლაში, ერის გაერთიანების ნაცვლად, ჩვენს გახლეჩასა და დაპირისპირების წაქეზებაზე არიან მიმართულნი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ