საქართველო სომხეთის საზღვართან მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება

საქართველო სომხეთის საზღვართან, მეოთხე დღეა დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ათეულობით ტრაილერი გადაადგილებას ვერ ახერხებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „კომერსანტი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება.
„მოგეხსენებათ, გზა ერთ წუთში არ იწმინდება. აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის ნალექია მოსული (რა რაოდენობის თოვლია გასაწმენდი). ვინაიდან ძლიერი ქარია, გაწმენდილ გზაზე ნამქერი იყრება და ხელახლა ხდება გასაწმენდი. ამ მომენტისათვის იმის თქმა, თუ რა დროში იქნება გაწმენდა სრულად შესაძლებელი, გამიჭირდება. თუმცა, როგორც გვაქვს ინფორმაცია, აღნიშნული მიმართულება დღის ბოლომდე უნდა გაიხსნას“.