“თუ მართლა 300 ათასია, საოცარია, ამდენი “ბნელი” მოქალაქე” – რომან გოცირიძე

რას აკეთებს იუსტიციის სამინისტრო იმისთვის, რომ 2023 წლის არჩევნებისთვის ძველი პირადობების მქონე მოქალაქეების რაოდენობა შემცირდეს, აწარმოებს თუ არა ის საინფორმაციო კამპანიას? – ამ კითხვით მიმართეს დღეს დეპუტატებმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს.
დეპუტატი, რომან გოცირიძე:
“რაიმე მექანიზმი არ გაქვთ ან განათლების კუთხით ან ბროშურებს ვერ დაარიგებთ, თუ მართლა 300 ათასია, საოცარია, ამდენი “ბნელი” მოქალაქე შეუძლებელია, რომ იყოს საქართველოში, რომ ჩიპებში ეგონოს ეშმაკები, ჭინკები და ურჩხულები. ვერ აუხსნით, რომ ამ ჩიპში არ სხედან ურჩხულები? ან ეკლესია რას აკეთებს?“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ