სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ

ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ს პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, სი ძინპინმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები უნდა დაიცვან.
სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა გარე ძალების საშინაო საქმეებში ჩარევას მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. ასევე, თანამშრომლობის ახალი დინამიკა განავითარონ და სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობა შეინარჩუნონ.