საქართველოში Yandex-ს მფლობელი შეეცვალა

ჰოლანდიურმა Yandex N.V-მა რუსული ბიზნესის კერძო ინვესტორებისა და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმისთვის მიყიდვის გარიგება დადო. ბიზნესი 475 მილიარდ რუბლად გაიყიდა. ერთ-ერთი მფლობელი ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული ფონდია.

მშობელი კომპანია Yandex N.V-ის ნაცვლად გახდება სააქციო საზოგადოების საერთაშორისო კომპანია (МКАО) Yandex, რომელიც რეგისტრირებულია კალინინგრადის რეგიონში.
„იანდექსის“ ტაქსი საქართველოში Yandex Go-ს სახელით ოპერირებს, რომელიც შპს რაიდტექ ჯორჯიას დაქვემდებარებაშია.
შპს რაიდტექ ჯორჯია საქართველოში 2022 წლის მაისში დარეგისტრირდა. დირექტორი ს მოქალაქე კირილ სვინტსოვია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მიმდინარე წლის თებერვლამდე Maple Leaf United (MLU) B. V., 69160899 /ნიდერლანდები/ იყო, ხოლო 5 თებერვლიდან Y.E. HOLDING LIMITED, 6400,რეგ. ლიცენზიის კოდი CL6400 /არაბთა გაერთიანებული საამიროები/ გახდა.

როგორ გადანაწილდება Yandex-ის წილები. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
МКАО -ს მთავარი მფლობელი იქნება დახურული საპაიო საინვესტიციო ფონდი „Консорциум.Первый“ Yandex-ის მენეჯერების ხელმძღვანელობით, რომელიც 35%-ს მიიღებს. არცერთ აქციონერს არ ექნება მაკონტროლებელი წილი.
ჰოლანდიურ Yandex-ს თავისი აქციების 87%-ზე მეტი ჰქონდა თავისუფალ მიმოქცევაში. მათი დაახლოებით 11% ეკუთვნის კომპანიის მენეჯერებს და თანადამფუძნებლის არკადი ვოლოჟის ოჯახურ ტრასტს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აპირებს Yandex-ს უმცირეს აქციონერებთან ურთიერთობას.
რესტრუქტურიზაციის შემდეგ Yandex-ის მენეჯერები მისი უმსხვილესი თანამფლობელები გახდებიან. მენეჯერთა ფონდში 50-მდე ადამიანი იქნება, ისინი 35%-იან წილს ფლობენ. 25% გადაეცემა ალექსანდრე ჩაჩავას Infinity Management სტრუქტურას, 15% „ლუკოილის“ ჯგუფის „არგონავტების“ სტრუქტურას, კიდევ 15% პაველ პრასის სტრუქტურას, წილის 10% კი ალექსანდრე რიაზანოვის Meridian Service სტრუქტურას. ახალ სტრუქტურაში ოქროს წილი კვლავაც საზოგადოებრივი ინტერესების ფონდს ეკუთვნის.
ჰოლანდიური Yandex N.V.-ის აქციონერთა კრება. 7 მარტს იგეგმება, სადაც რუსული აქტივის გაყიდვაზე იქნება საუბარი. მხარეთა შეთანხმებით რუსული Yandex შეძლებს თავისი ბიზნესის განვითარებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ევროპული კომპანია კი ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს Yandex-ის მსგავსი სერვისების შექმნას და განვითარებას.