შვედეთმა უკრაინას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 26.4 მილიონი ევრო გამოუყო

შვედეთის მთავრობამ ში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26.4 მილიონი ევრო გამოყო.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საგრანტო მხარდაჭერის სახით თემებს გაეგზავნება.
„კერძოდ, საუბარია იმათზე, ვინც ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან/ბანკებიდან სასესხო სახსრებს იღებენ ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების, კომუნალური ტიპის საკუთრებებში ენერგოეფექტურობის გაზრდის, ურბანული ელექტროტრანსპორტის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად“, – აცხადებენ სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით