კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: აღარასდროს, არავის ჩართულობით აღარ მოვაწერთ მსგავსს ხელს

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის მსგავს შეთანხმებას ხელს არასდროს, არავის ჩართულობით აღარ მოაწერენ. ამის შესახებ მან პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.
შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე ამბობს, რომ ის “ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას” ითვალისწინებდა.
“იმ პარტიის წევრი გვესაუბრება მელიას ამნისტიაზე, რომელიც, შეგახსენებთ, იყო 19 აპრილის შეთანხმების შემადგენელი ნაწილი.
თქვენ [ოპოზიციას] ძალიან გიყვართ 19 აპრილის შეთანხმება და დღეს გაირკვა, რომ თურმე, არ მოგწონთ ეს 19 აპრილის შეთანხმება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, არასდროს, აღარასდროს ჩვენ ხელს აღარ მოვაწერთ მსგავს შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. არავითარი მედიაციით, არავის ჩართულობით ასეთი ტიპის ჩართულობას ჩვენ აღარასდროს აღარ მოვაწერთ ხელს”, – ამბობს კობახიძე.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის, ს ამნისტიასთან დაკავშირებით კითხვა პარტია საქართველოსთვის წევრმა დასვა.