იორდანიის მეფე ბაიდენს და დასავლეთის სხვა ლიდერებს შეხვდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის

იორდანიის მეფე აბდულამ 8 თებერვალს დაიწყო თავისი მოგზაურობა დასავლეთის ქვეყნებში, სადაც შეხვდება -ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სხვა ქვეყნების მეთაურებს.
მისი მიზანია, ლობირება გაუწიოს ღაზის სექტორში ომის დასრულებას, იტყობინებიან სამეფო სასახლიდან.
აბდულა ჯერ გერმანიას და საფრანგეთს ეწვევა, შემდეგ გამართავს მოლაპარაკებას აშშ-ის კონგრესის ლიდერებთან, პოლიტიკოსებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. სააგენტო Reuters-ის თანახმად, განცხადებაში არ არის მითითებული ბაიდენთან შეხვედრის დრო.
იორში ათწლეულების განმავალობაში თავშესაფარი ასიათასობით პალესტინელმა ლტოლვილმა იპოვა. ეს ქვეყანა ყოველთვის გამოდიოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მომხრედ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!