ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციისთვის უნდა მოეწოდებინა, რომ ღია კარში პირდაღებული ნუ დარჩებოდნენ

დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს ასო-ასო აქვს წაკითხული საქართველოს კონსტიტუცია და კარგად იცის, ვინ განსაზღვრავს პოლიტიკას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს თუ სურს, ევროინეტგრაციის პროცესები დაჩქარდეს, თავის დროზეც უნდა შემოერთებოდა იმ ჯგუფს, რომელიც მმართველ გუნდს გულისხმობს პარლამენტშიც და მთავრობაშიც.
„მას ოპოზიციისთვის უნდა მოეწოდებინა, რომ ღია კარში პირდაღებული ნუ დარჩებოდნენ. ახლა ალტერნატიული პლატფორმის დაფუძნება, ისევე როგორც მისი უკანონო ვიზიტები, დაუშვებელია. მან კარგად იცის, რომ მისი დაანონსებული პლატფორმა მარცხისთვის არის განწირული. ეს პლატფორმა ცხრა დათქმაზე იმუშავებს თუ იქნება ფანჩატურის შტაბის ხელმძღვანელი, ვერცერთ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ამ სცენარისგან, მეორე ფრონტისგან თავის არიდება და ამის გამო არის გაგულისებული „დიფ სთეითი“

ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს, მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, შესაბამისად, ეშინიათ გამოცხადება პროცესზე, სადაც მოხდება მათი მხილება