ირაკლი კობახიძე – გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა, ხოლო სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე სამძიმარი გამოთქვა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.
“გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ვუერთდები სამძიმარს, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართული.
გამოვთქვამ სამძიმარს გამორჩეული ქართველი ხელოვანის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.” – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე