თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს – რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე? – თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია

რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე? – თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ს.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ირაკლი მ ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდა და არა მთავარი ეროვნული ინტერესი.
„როდესაც დეოკუპაციაზე ვსაუბრობთ, არცერთი სიტყვა არ გაქვთ ამ პროგრამაში, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციისთვის. არცერთი დაპირება არ გაგიციათ ასობით ათასი დევნილისთვის, რომლის ოცნებაც არის დეოკუპაცია, არცერთი სიტყვა არ გითქვამთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ასობით ათას მოქალაქისთვის, რომელთა მდგომარეობა უმძიმესია. არასდროს გქონიათ სურვილი მათგან მოგესმინათ ეს ყველაფერი.
ამ მოცემულობაში, როდესაც თამაზ გინტურის ოჯახი ელოდება მკვლელების ვინაობის გასაჯაროებას და მათ დასჯას, ისე, როგორც ეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მთავრობის დადგენილების სიით არის შესაძლებელი, მაინტერესებს, თუ აპირებთ ამ მიმართულებით ოჯახისთვის პასუხის გაცემას, ამ სიის გაფართოებას.
მაინტერესებს, მაშინ როდესაც თქვენ საუბრობთ მეორე ფრონტის პროპაგანდაზე კვლავაც და ღირსებით ევროპისკენ, რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე. თქვენ თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია“, – აღნიშნა აქუბარდიამ.