კობახიძე: გმირობა და ჰუმანურობა არის ის, რაც ქართველ პოლიციელს ერთდროულად გამოარჩევს

გასული რამდენიმე წლის მანძილზე ვხედავდით კოორდინირებულ ძალისხმევას, რომელიც პოლიციის რეპუტაციისთვის ჩრდილის მიყენებისკენ იყო მიმართული. გმირმა პოლიციელებმა ყველაზე უკეთ თავად დაიცვეს პოლიციის ღირსება და დაამტკიცეს, რომ გმირობა და ჰუმანურობა არის ის, რაც ქართველ პოლიციელს ერთდროულად გამოარჩევს.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პოლიციელები სათანადოდ დავაფასოთ, ვიზრუნებთ მათი სამსახურის პირობებისა და სოციალური გარანტიების მუდმივ გაუმჯობესებაზე.
ამბობს პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტში.