IDF: ხან იუნისში ავიყვანეთ ტერორისტები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ხან იუნისის ტერიტორიაზე ისრაელელმა ჯარისკაცებმა ათობით ტერორიზმში ეჭვმიტანილი აიყვანეს, მათ შორის ჰამასის ის ტერორისტები, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ უჯრედთან ორმხრივ სროლაში ათობით შეიარაღებული პირი მოკვდა.
როგორც ცნობილია, ს თავდაცვის ძალების მიერ აყვანილი ტერორისტები ჰამასის ელიტური დანაყოფის, ნუხბას წევრები იყვნენ. ისრაელელმა ჯარისკაცებმა რეიდი მაგლანის უბანში ჰამასის ერთ-ერთი წევრის სახლში მოაწყვეს, რომელსაც ტერორისტები სამალავად იყენებდნენ. ამავე სახლში IDF-მ იპოვა ამუნიციის მარაგები, ყვინთვის აღჭურვილობა და ყუმბარის გამშვები მოწყობილობები.