პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემასთან ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად რამდენჯერმე მოიხსენია.
ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია “დეოლიგარქიზაციაზე” და მიიჩნევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად – პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს აქვს დომინანტური გავლენა არსებულ მმართველებზე და დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.
ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა და სჯერა, რომ რუსეთი დაუმარცხებელია.
“ლემონდთან” ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად იმპიჩმენტი, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა.