“მამაჩემს არ ვეთანხმები, მისი სიტყვების გამო ბოდიშს გიხდით” – რას აცხადებს ლუიჯი დე ლაურენტისი?

გუშინ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “კასტელ ვოლტურნოზე” პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.
აურელიომ განაცხადა, რომ “ბარი” “ნაპოლის” მეორე გუნდია, რამაც ქომაგების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
კინოპროდიუსერის შვილმა ლუიჯი დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მამის სიტყვებს არ ეთანხმება.
“შვილი ყოველთვის ისე არ ფიქრობს, როგორც მამა. მის სიტყვებს ვემიჯნები.
მინდა მჯეროდეს, რომ მამაჩემის სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს. “ბარი” “ნაპოლის” მეორე გუნდი არასდროს ყოფილა, ეს ძალიან უხეში განცხადებაა. თუკი მართლა ითქვა ასეთი რამ, ბოდიშს გიხდით”, – განაცხადა ლუიჯი დე ლაურენტისმა.