მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზემო აჭარაში და ბაღდათში მეწყრის შედეგად, ასევე სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, მათი ოჯახების და მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ზემო აჭარაში და ბაღდათში დაიღუპნენ. ასევე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი და განსაკუთრებული სამძიმარი მინდა მიშო ბიძინაშვილის მიმართ გამოვთქვა, მედიის წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა ჩვენი სამძიმარი. ძალიან რთული დღეები იყო ამ მიმართულებით და ღრმად ვართ დამწუხრებულები ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დაწყებისას.
Next: ირაკლი კობახიძის ავტორობით ჩაიწერა საქართველოს კონსტიტუციაში დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შესახებ და გვჯერა, რომ მისი პრემიერობის დროს ამ მხრივ მუშაობა გაძლიერდება

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ახალმა“ კანონის დარღვევით დაწერეს განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა, ყველამ იცის, რომ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა

„ნაცმოძრაობის“ მედიის წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ მძიმე ინციდენტზე აჟიტირებული კომენტარები არის ორმაგი სტანდარტი