აზერბაიჯანის ცესკოს ცნობით, ალიევმა არჩევნებში 90%-ზე მეტი ხმა მიიღო

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ცნობით, დათვლილია ხმების 93.35%, რომელთა 92.05% ილჰამ ალიევმა მიიღო.
აზერბაიჯანის ს თავმჯდომარის თქმით, დათვლილი ხმების 2.19% მიიღო ზაჰიდ ორუჯმა, 0.8% – რაზი ნურულაევმა. 2% – ფაზილ მუსტაფამ, 0.67% – ელშად მუსაევმა, 1.76% – გუდრათ გასანგულიევმა და 0.53% – ფუად ალიევმა.
არჩევნებში გამარჯვება ალიევს მიულოცეს თურქეთის, ბელარუსის უნგრეთის, სერბეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ირანის, ერაყის, ვენესუელისა და ჩინეთის ლიდერებმა.
მომდევნო წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ალიევმა, ყარაბაღზე კონტროლის აღდგენის შემდეგ გაზრდილი მხარდაჭერის ფონზე, ხმის მიცემის პროცესი ნაადრევად დანიშნა.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – მუსავათმა და აზერბაიჯანის ეროვნულმა ფრონტმა. მუსავათის ლიდერმა, არიფ გაჯილიმ გადაწყვეტილების მიზეზად არჩევნების არადემოკრატიულობა დაასახელა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი 2003 წლიდან არის. აქამდე ქვეყნის სათავეში იყო მისი მამა, ჰეიდარ ალიევი, რომელიც პოსტს ათი წლის განმავლობაში იკავებდა. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო ვადები შეზღუდული არაა. ეს ილჰამ ალიევის მეხუთე არჩევნებია.