ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

აშშ-ის ძალებმა ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის დროს „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურის, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედი პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციის ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, მათ შორის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ ოპერაციებზე.
მანამდე, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათი სამიზნე იყო „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.
ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაციის ფაქტი „კატაიბ ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.
„ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის სიკვდილი მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ სიმტკიცე ჯიჰადისტურ მიდგომაში“, – აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს