ექიმი გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
ექიმის დანიშვნა-გათავისუფლება საერთოდ რატომ არის მინისტრთან რამენაირ კავშირში და მით უმეტეს მსგავსი რამის გამო, რის გამოც ბათუმში ემერჯენსის ექიმს უქმნიან პრობლემას?
ვინც არ იცით, ისტორია ასეთია – პაციენტი მიყავდაო 112-ს, ადგილი არ გვაქვსო ექიმმა, ოპერატორმა მინისტრის ბრძანებააო, ექიმმა მიუყვანე მინისტრსო.
მინისტრი რატომ აზის მსგავს ყოველდღიურ დიალოგებს ყურზე? ანონიმი-ნასედკა პაციენტების ინსტიტუტი არ გვაკმარეს, არა?
სოლიდარობა ბათუმელ ექიმს!
მინისტრი არ უნდა წყვეტდეს პირადი ემოციების საფუძველზე ვინ იმსახურებს მუშაობის უფლებას და ვინ არა – დაინგრა ეგ ქვეყანა რამდენიმე ათეული წელიწადია უკვე, რომელსაც მისტირით, სხვა დროში ხართ, ადგილი უნდა იცოდეთ თქვენი (ჩინოვნიკებს მივმართავ)! ექიმის უფროსი არაა პარტმუშაკი!




