ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების 1:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გააკეთა.
“შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამდენი მომენტი შევქმენით, ძნელი დასაჯერებელია, რომ 3 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. თუმცა, ასეთია რეალობა. ჩინებულად გავისარჯეთ, თუ არ ჩავთვლით უკანასკნელ 10 წუთს, როდესაც მოედნიდან სობოსლაი გავიდა.
საქართველოს ტოპ-ჩემპიონატების 10 ფეხბურთელი ჰყავს, კარგი გუნდია, უნარიანი, მეორე გოლი გვჭირდებოდა, რადგან ბოლოს შეიძლებოდა გოლი გაგვეშვა, საბოლოოდ ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად გავიმარჯვეთ. სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ.
დაცვა ისევ კარგად მოქმედებდა, რაზეც გოლგაუშვებელი შეხვედრა მეტყველებს, მაგრამ შეტევების უკეთ დაგვირგვინება გვჭირდება, რადგან 4 ნაღდი მომენტი გვქონდა, რომელთაგან მხოლოდ 1 გამოვიყენეთ, ასეთ დონეზე კი ეს საკმარისი არ არის.
ივნისის მერე დაახლოებით 10 ახალწვეული გვყავს, მათ დასამკვიდრებლად დრო სჭირდებათ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ისინი ასეთ ზეწოლას მიჩვეულები არ არიან, განსაკუთრებით უნგრეთის პირველობის მოთამაშეები, შესაძლოა ოშვატია გამონაკლისი. ახლა აღდგენა უნდა მოვასწროთ, ვინაიდან სამ დღეში უკრაინასთან რთული დაპირისპირება გველოდება“, – განუცხადა როსიმ M4 Sport-ს.