არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა.
გორდულაძე ამბობს, რომ ყველა კვლევა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კონიუქტურისგან, საქართველოს პროგრესზე მეტყველებს.
„ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს.
მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. ბევრჯერ მოგვისმენია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ფრაზა, ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ. ჰოდა ამ მაღალჩინოსნებს მინდა ვურჩიო, რომ მათივე კვლევა წაიკითხონ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ენდობა და ნდობის ამ რეიტინგში ევროპაში მეხუთე პოზიციაზე ვართ“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?