ერაყის ერთობლივი ოპერატიული სარდლობა – აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებული თავდასხმა ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის

ერაყი -ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება, რომლის შედეგადაც პროირანული დაჯგუფების, „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური დაიღუპა და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.
ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის პრესსპიკერმა, თაჰსინ ალ ხაფაჯმა განცხადება გაავრცელა, სადაც თავდასხმა აშშ-ის ახალ აგრესიად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.
ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის პრესსპიკერის მტკიცებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმა ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა. შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.
ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაციის ფაქტი „კატაიბ ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.
„ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის სიკვდილი მოგვიწოდებს, შევინარჩუნოთ სიმტკიცე ჯიჰადისტურ მიდგომაში“, – აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ