საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს კითხვის მოყვარულებს 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში უმასპინძლებს.
ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
· გაეცნონ ახალ გამოცემებს;
· დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს;
· შეხვდნენ ავტორებს;
· ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში;
· დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს;
· შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.




