Samsung-ის ტექნიკასთან ერთად მომავალი ყოველდღიურობაშია

დღეს მოწინავე ბრენდები ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უბრალოდ ახალი ფუნქციებით, არამედ სრული ეკოსისტემებით. წვრილი თუ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმჯობესება უკვე არა ცალკეული მათგანის შესაძლებლობებით იზომება, არამედ იმით, თუ როგორ აუმჯობესებს ეს შესაძლებლობები მომხმარებლის ერთიან გამოცდილებას.სამსუნგიც თავის ეკოსისტემას პირველ რიგში ამ იდეაზე დაყრდნობით აშენებს. მთავარი მიზანია მომხმარებელზე დატვირთვის მაქსიმალური შემცირება. Galaxy სმარტფონებიდან და QLED ტელევიზორებიდან მაცივრებამდე, სარეცხ მანქანებამდე და სხვა მოწყობილობებამდე – ტექნიკა ყოველდღიურ ამოცანებს უფრო სწრაფად უნდა პასუხობდეს, ადამიანისგან მინიმალური ჩარევით.Samsung-ის ახალ მოდელებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინდივიდუალური ფუნქციები – მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს ეს ფუნქციები ერთად და რამდენად ზოგავს ადამიანს დროსა და ენერგიას გამოყენებისას.როგორ აუმჯობესებს Galaxy AI მობილურ გამოცდილებასმობილურების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ხელოვნური ინტელექტია – არა უბრალოდ მისი თეორიული შესაძლებლობები, არამედ გამოყენების სიმარტივე და პრაქტიკულობა. Galaxy AI ყოველდღიურ გამოყენებაში სწორედ პრაქტიკულ ფუნქციებზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, თავსებად Galaxy მოწყობილობებზე შესაძლებელია საუბრის თარგმნა რეალურ დროში, ფოტოს სწრაფი რედაქტირება ან ეკრანზე ნაჩვენები ინფორმაციის რამდენიმე წამში მოძიება, ზედმეტი ნაბიჯების გარეშე.Galaxy AI ტელეფონს ნამდვილ ასისტენტად აქცევს. მოგზაურობისას შეგიძლია ადგილობრივებს ესაუბრო ენაზე, რომელიც აქამდე არც გსმენოდა. ფოტოებს არასასურველი დეტალები რამდენიმე წუთში შეგიძლია მოაშორო, მაშინ როცა ადრე ზედაპირული კორექტირებაც კი ცალკე პროგრამაში მუშაობას მოითხოვდა. ინფორმაციის ჭკვიანი ძიების პარამეტრები კი სასურველი პასუხის პოვნის ალბათობას ზრდის მაშინაც კი, როცა საძიებო ფრაზა არაზუსტი ან დამაბნეველია.ფლაგმანური Galaxy S სერია ამ შესაძლებლობების გარდა მომხმარებელს სთავაზობს ძლიერ კამერებს, მკვეთრ, კაშკაშა ეკრანებსა და მძლავრ პროცესორებს. Galaxy Z Fold და Z Flip ხაზები კი ნოსტალგიურ დასაკეც ფორმატს აბრუნებს მათთვის, ვისთვისაც კომპაქტური ფორმატი უფრო კომფორტულია, მაგრამ ამავე დროს არ სურს უახლესი ტექნიკური შესაძლებლობებისა და ერთდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულებისთვის საჭირო პარამეტრების დათმობა.სამსუნგის ტელევიზორები: შეუჩერებელი ინოვაცია 1970-იანი წლებიდანSamsung-ის ეკოსისტემა გაცილებით მეტია, ვიდრე მობილური ტელეფონები. დღეს ცოტას თუ ახსოვს, მაგრამ როცა სამსუნგმა 1970-იან წლებში ტექნოლოგიების სფეროში შეაბიჯა, პირველი, რითაც რეპუტაცია შეიქმნა, ახალი სტანდარტების ტელევიზორები და მაცივრები იყო. დღეს მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულება კომპანიისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება.სამსუნგის ტელევიზორები დღესაც ხარისხისა და ინოვაციებთან ასოცირდება.  QLED და Neo QLED ტექნოლოგიები საუკეთესო გამოსახულების გადმოცემაზეა ორიენტირებული. ამ ტიპის მოდელები სურათს მაღალი სიკაშკაშისა და ფართო ფერთა გამით გადმოცემს, მაქსიმალურად რეალისტური ეფექტს ქმნის, მაშინაც კი, როცა ოთახში ძლიერი თეთრი შუქია ჩართული. Neo QLED მოდელებში განათების მართვა სტანდარტულ QLED მოდელებთან შედარებით კიდევ უფრო ზუსტია. ამგვარ ეკრანებზე კონტრასტი უფრო მძაფრია და დეტალების უკეთ გამოყოფას ემსახურება.როგორ ცვლის SmartThings საყოფაცხოვრებო ტექნიკის სტანდარტებსდღეს სამსუნგის ტექნიკის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა SmartThings აპლიკაციაა. ბრენდი თავსებად მოწყობილობების ერთ ეკოსისტემაში სწორედ SmartThings-ით აერთიანებს. თუ მაცივრის, სარეცხი მანქანისა თუ სხვა ტექნიკის ინტერნეტთან დაკავშირებაა შესაძლებელი, მაშინ სმარტფონიდან შესაძლებელი ხდება ყოველი მათგანის სტატუსის შემოწმება და გარკვეული ფუნქციების მართვა – მათ შორის მაშინაც, როცა სახლში არ ხარ.პრაქტიკაში ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ შეგიძლია ჩართული დატოვო სარეცხი მანქანა და აპლიკაციით შეამოწმო, დასრულდა თუ არა სარეცხი ციკლი. აკონტროლო ჩართული დაგრჩა თუ არა ტელევიზორი. სამსახურში ყოფნისას ჩართო რობოტი მტვერსასრუტი და უკვე დალაგებულ სახლში დაბრუნდე. თავსებადი მოწყობილობის სტატუსის შესამოწმებლად და გარკვეული ფუნქციების გამოსაყენებლად აღარ გჭირდება არც თითოეულის ცალკე მართვა ან თუნდაც ფიზიკურად ერთ სივრცეში ყოფნაც კი. სწორედ ამისთვის იქმნება SmartThings ეკოსისტემა: მოწყობილობები ერთმანეთისგან იზოლირებულად კი არ მუშაობდეს, არამედ საცხოვრებელ სივრცეში სრულად ინტეგრირდეს და ყოველდღიური რუტინის ნაწილად იქცეს.რატომ უნდა შეიძინო Samsung-ის ტექნიკა ავტორიზებულ რესელერთან?რაც უფრო რთული და მრავალფუნქციურია ტექნიკა, მით უფრო მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ცალკეული მოდელის შეძენა, არამედ მისი შემდგომი სერვისის უზრუნველყოფაც. ახალი თაობის სამსუნგის სმარტფონი, ტელევიზორი ან მაცივარი გრძელვადიანი ინვესტიციაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უნდა გემსახუროს. თუ რომელიმეს ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა, რამდენად მარტივად შეძლებ ამ პრობლემის გადაწყვეტას სრულად დამოკიდებული იქნება საგარანტიო პირობებსა და ოფიციალურ სერვისზე წვდომაზე.ალტა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. ალტას მაღაზიათა ქსელში Samsung-ის ტექნიკა ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი: უახლესი თაობის Galaxy სმარტფონები და ტელევიზორები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, სმარტ საათები, Galaxy Buds-ები და სხვა ყველაფერი, რაც საცხოვრებელ სივრცეში ერთიანი ციფრული გარემოს შესაქმნელადაა საჭირო.შენ შეგიძლია ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მაღაზიაში შეიძინო. თუ მოდელებს შორის განსხვავების გარკვევაში დახმარება დაგჭირდა, ალტას წარმომადგენელს შეგიძლია ლაივჩატის საშუალებით დაუკავშირდე. და, რაც მთავარია, გაქვს გარანტია, რომ მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას იძენ, შენაძენთან ერთად კი იღებ მწარმოებლის ოფიციალურ გარანტიასა და ავტორიზებული სერვისის მხარდაჭერას შესაბამისი პირობებით.საბოლოო არჩევანი ყოველთვის შენზეა – ჩვენ მოგიყვებით რა შეუძლია სამსუნგის ტექნიკას. შენ კი არჩევ შენს საჭიროებებზე მორგებულ მოდელებს და ქმნი შენი ეკოსისტემის ინდივიდუალურ დიზაინს.#განახლებისდროა