ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სკოლის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულია 16 ადამიანი, საიდანც 15 სკოლის მოსწავლეა, ერთი კი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.