რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწევს. აქედან სამინისტროებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 316 მილიონი ლარით, 3.73 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. საჯარო სექტორის მოხელის საბაზო ხელფასი კი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება.

ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს — 10.48 მილიარდი ლარი, რაც 2026 წლის გეგმაზე 811.2 მილიონი ლარით მეტია. სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 7.53 მილიარდი ლარი, მათ შორის პენსიებისთვის 5.57 მილიარდი ლარი. 2027 წლის იანვრიდან პენსია 70 წლამდე პირებისთვის 390, ხოლო 70 წლისა და უფროსებისთვის 555 ლარი გახდება. ჯანდაცვის დაფინანსება 2.35 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 125.3 მილიონი ლარით იზრდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 3.30 მილიარდი ლარია, ზრდა — 183.3 მილიონი ლარი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2.93 მილიარდს შეადგენს, ზრდა — 225.8 მილიონი ლარი. შესაბამისი ინფრასტრუქტურული ხარჯების ჩათვლით განათლების მიმართულების ჯამური დაფინანსება 3.5 მილიარდს აღწევს.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1.97 მილიარდი ლარია, ზრდა — 75 მილიონი; შინაგან საქმეთა სამინისტროს — 1.68 მილიარდი, ზრდა — 133 მილიონი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 1.46 მილიარდს შეადგენს და წლიურად 527.8 მილიონი ლარით იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 1.02 მილიარდი ლარია, ზრდა — 206.8 მილიონი ლარი.

მხარჯავი უწყების დასახელება2027 წლის პროექტი, მლნ ლარიზრდა/კლება 2026 წელთან შედარებით მლნ ლარი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო10,480811
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო3,297183
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო2,928226
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო1,96575
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო1,680133
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო1,457528
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო1,015207
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო490.447.1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური390.010.0
საქართველოს სპორტის სამინისტრო382.056.7
საქართველოს კულტურის სამინისტრო370.05.2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო232.87.8
საერთო სასამართლოები186.36.0
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო145.015.0
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური132.05.5
საქართველოს პროკურატურა105.06.3
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი101.20.0
საქართველოს პარლამენტი91.50.0
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია58.412.2
სახელმწიფო აუდიტის სამსახური43.12.5
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია31.01.0
სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური25.20.4
საქართველოს საპატრიარქო25.00.0
საქართველოს უზენაესი სასამართლო23.81.5
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო22.01.0
სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი19.50.5
სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური18.80.8
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო13.60.6
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი11.50.4
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია11.00.5
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო8.00.1
სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო7.80.1
სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური7.20.1
სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო7.20.2
სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია7.10.4
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი5.30.1
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა2.70.2
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში2.41.1
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში1.70.1
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში1.60.1
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში1.60.1
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში1.50.1
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში1.40.1
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში1.40.1
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში1.40.1
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში1.30.1
სსიპ – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი1.10.2
სსიპ – სახელმწიფო ენის დეპარტამენტი1.1-0.1