ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ჩრდილოეთ ირლანდია სახლში უნგრეთს დაუზავდა – 0:0.
მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიას და უკრაინას ოთხ-ოთხი ქულა აქვთ, უნგრეთსა და საქართველოს კი – თითო-თითო.
ერთი სიტყვით, ისეთი სატურნირო მდგომარეობაა, ცუდი სტარტის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები უშანსოდ არაა და ერთი მოგება ყველაფერს შეცვლის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა გუნდი დაახლოებით ერთი დონისაა და გამორიცხული არაფერია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენმა გუნდმა დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან სამი სტუმრად უნდა ჩაატაროს. თანაც მთავარი – თამაშის გამოსწორება სჭირდება…
მესამე ტური 2 ოქტომბერს გაიმართება – უნგრეთი საქართველოს, ხოლო უკრაინა ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.
ბელფასტი. „უინძორ პარკი“
ჩრდ. ირლანდია – უნგრეთი 0:0