“შავი ლომი” | თბილისის თასი 2026 – როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან

29 სექტემბერს, „ავჭალის“ რაგბის სტადიონი თბილისის თასი 2026-ის მეორე რაუნდის სამ შეხვედრას უმასპინძლებს.
დღე 14 საათზე სამხრეთ აფრიკული ‘ტოიოტა ჩიტასისა’ და ესპანური ‘იბერიანსის’ შეხვედრით გაიხსნება; 17 საათზე ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონსა და თასის მფლობელს, ‘აირლინკ პუმასს’ შეერკინება; დღის ბოლოს კი, 20 საათზე, სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი ‘სუზუკი გრიქასი’ პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშს’ ეთამაშება.
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა, ‘გრიქასთან’ გამართული შეხვედრის შემდეგ (15:21), შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თბილისის თასი ჩელენჯ თასისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპია და ერთის მხრივ, მწვრთნელებს სურთ საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე იხილონ და მეორეს მხრივ, მათ სათამაშო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა მისცენ.
დამწყებ 15-ში ცვლილებებთან ერთად პოზიციური გადაადგილებებიცაა. ფულბეკმა ლუკა ცირეკიძემ მგეზავის პოზიციაზე გადაინაცვლა და ღერძზე გიორგი სპანდერაშვილს შეუწყვილდება. თავის მხრივ, ფრთა ოთარ მეტრეველი ამჯერად თამაშს ფულბეკად იწყებს, მის ადგილს კი რომა მახათაძე დაიკავებს. მეორე ფრთაზე კვლავ აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ, ცენტრში კი ლუკა ტაბატაძეს ამჯერად დემეტრე დევდარიანი შეუწყვილდება, რომელიც მარქაფიდან დაწინაურდა.
სრულად შეიცვალა შერკინების პირველი და მეორე ხაზი. ბურჯებად თამაშს გიგა კობახიძე და ნიკოლოზ ნარმანია იწყებენ, რომლებიც წინა შეხვედრაში განაცხადში არ იყვნენ, კვაჭად კი მარქაფიდან ვახტანგ ჯინჭარაძე დაწინაურდა. მარქაფიდან დაწინაურდა მეორე ხაზის წყვილიც – მიხეილ ბაბუნაშვილი და დემურ ეფრემიძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა გუნდის კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა, განაცხადში გამოჩნდა და დამწყებთა შორისაა გიორგი ცუცქირიძე, ასევე ოთარ გიორგაძე, რომელიც ‘გრიქასთან’ მარქაფაში იყო.
მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ და ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა; მეორეხაზელებმა ვლადიმერ ჩაჩანიძემ და მაიკლ ქარიმ, ასევე მესამეხაზელმა ლეავასა პოტუმ. ამჯერადაც მარქაფაში არიან ბურჯი გიორგი მამაიაშვილი და ჰავბეკი თემურ ძოძუაშვილი. 23-კაციან განაცხადში გამოჩნდა ლუკა თაყაიშვილი.
‘შავი ლომი’ ‘აირლინკ პუმასს’ ივნისში ტოიოტა ჩელენჯზე შეხვდა და 46:36 დაამარცხა. თბილისის თასის პირველ ტურში ‘პუმასმა’ ‘იბერიანსს’ ბონუს-ქულით, 64:21 აჯობა.
ტოიოტა ჩელენჯი. თბილისის თასი 2026
29 სექტემბერი. II რაუნდი
თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი
შავი ლომი (საქართველო) – აირლინკ პუმასი (სამხრეთ აფრიკა)
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. რომა მახათაძე, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;
შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. ვახტანგ ჯინჭარაძე, 3. ნიკოლოზ ნარმანია, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 20. მაიკლ ქარი, 21. ლეავასა პოტუ; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი.
24 სექტემბერი
პუმასი (სამხრეთ აფრიკა) – იბერიანსი (ესპანეთი) 64:21
ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – ლუზიტანუში (პორტუგალია) 38:26
შავი ლომი (საქართველო) – გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21
29 სექტემბერი
ჩიტასი – იბერიანსი (14:00)
შავი ლომი – პუმასი (17:00)
გრიქასი – ლუზიტანუში (20:00)
4 ოქტომბერი
პუმასი – ლუზიტანუში (14:00)
გრიქასი – იბერიანსი (17:00)
შავი ლომი – ჩიტასი (20:00)
1. პუმასი (სამხრეთ აფრიკა) – 5 (+43)
2. ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – 5 (+12)
3. გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) – 5 (+6)
4. შავი ლომი (საქართველო) – 1 (-6)
5. ლუზიტანუში (პორტუგალია) – 1 (-12)
6. იბერიანსი (ესპანეთი) – 0 (-43)
Rugby.ge