ჟურნალისტი ვახო სანაია:
დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი.
კობახიძის, პაპუაშვილის, ნებისმიერი ტროლის ანუ კრებსითი ივანიშვილის თითოეული ამაზრზენი კომენტარი, მიმართული ადამიანების დასათრგუნად, მათ გასაჩუმებლად, გამიზნული, რომ ადამიანებმა იმედი დაკარგონ, ყველაფერზე ხელი ჩაიქნიონ, აზრი არ გამოთქვან, დანებდნენ; მთელი ეს დაცინვა, მათი გამწარება, ადამიანების ცხოვრების დანგრევის მცდელობა – თითოეული ეს კომენტარი ბოლოს მოტრიალდება წამლეკავ ბრაზად. ერთ დღეს, იმ გადამწყვეტ მომენტში, ყველას რაღაც ექნება გასახსენებელი და ვერავის სიტყვა, ვერავის მოწოდება თუ შეძახილი ვერ გადასწორის და შეაჩერებს იმ დაგროვილ, წამლეკავ ბრაზს. პრინციპში არც არავინ დარჩება თქვენი ოდნავ მაინც შებრალებისკენ მომწოდებელი. ხალხი მძიმე პასუხს დაგიბრუნებთ ამ ბოროტებისთვის. ყოველდღიურად თავად ჭედავთ თქვენს საშინელ მომავალს.
ორი წყალგაუმტარი ჭეშმარიტება არსებობს :
1. ძალაუფლება არ არის მარადიული (უკანასკნელი ქოციც კი ვერ უარყოფს ამ ჭეშმარიტებას)
2. ხალხს შეუძლია დანდობაც, მაგრამ ხშირად ის სამართლიანად სასტიკიცაა. ეს დამოკიდებულია, რამდენად ბევრი აქვთ გასახსენებელი ადამიანებს. ქართული ოცნება ყოველდღიურად ძალებს არ იშურებთ, რაც შეიძლება დასამახსოვრებელნი იყოთ – უკვე დიდი ხანია, გადალახეთ მიჯნა, საიდანაც უკან გზა აღარ არსებობს.
ახლა გაიაზრეთ ბიძინა და სხვებო : ძალაუფლების გარეშე დარჩენილები რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ხოლო ძალაუფლება რომ მარადიული არაა, როგორც უკვე ვახსენე, თქვენც გადასარევად იცით.
ყველაფერთან ერთად, საშინლად უჭკუოებიც ხართ.




